გარემოსდაცვითი მართვის გეგმა თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის (II მონაკვეთი) ფარგლებში დარჩენილი სამუშაოების განხორციელება
თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მოდერნიზაციის პროექტი (მეორე მონაკვეთი) განხორციელდა მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის (SUTIP) მე-3 ტრანშის ფარგლებში. მეორე მონაკვეთი დაიყო სამ ფაზად. პირველი ფაზის სამუშაოები დასრულებულია. დაგეგმილია შემდეგი სამუშაოების შესრულება:
- ადგილზე დაყრილი ყრილის (დამუშავებული კლდის რეზერვის) გაშლა-მოსწორება, ბალახის დათესვა და შემოღობვა, უსაფრთხოების მიზნით;
- მტკვრის კალაპოტში აშენებული საყრდენი კედლის საძირკველთან დაკავშირებული სამუშაოები.
გარემოს დაცვის მართვის გეგმის (EMP) მომზადების მიზანია გადაწყვიტოს ნაკლებად მნიშვნელოვანი და ძირითად მშენებლობასთან დაკავშირებული გარემოზე ზემოქმედების საკითხები, რომლებიც შემოთავაზებული პროექტის განხორციელებას უკავშირდება. EMP წარმოადგენს საუკეთესო საწარმოო პრაქტიკის სახელმძღვანელო მითითებებს, რომლებიც კონტრაქტორმა უნდა შეასრულოს გარემოსდაცვითი საკითხების მდგრადი მართვის მიზნით. წინამდებარე EMP თან დაერთვება პროექტის ფარგლებში გაფორმებულ ყველა ხელშეკრულების ზოგად პირობებს.
გარემოსდაცვითი მართვის გეგმა .pdf