სიღნაღის მუნიციპალიტეტში სოფლების ბოდბისა და ბოდბისხევის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის ქვეპროექტის გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა
22 იანვარი 2015
2015 წლის 27 იანვარს 13:00 საათზე, ქ. სიღნაღში, კულტურის სახლის შენობაში (გამგეობის შენობის გვერდით) გაიმართება, „სიღნაღის მუნიციპალიტეტში სოფლების ბოდბისა და ბოდბისხევის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის“ ქვე-პროექტის გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა.
ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
საზოგადოების წარმომადგენლებს გარემოს დაცვის მართვის გეგმის გაცნობა შეუძლიათ:
- საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 202. საკონტაქტო პირი - ნინო პატარაშვილი, გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტი, მობ.: 5 77 38 22 92, ელ-ფოსტა npatarashvili@mdf.org.ge ;
- სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ერეკლე მეორეს მოედანი #2, საკონტაქტო პირი - ბაადურ მილაშვილი, სიღნაღის გამგეობის საპროექტო სამსახურის უფროსი, მობ:. 5 99 85 56 11.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ადმინისტრაცია
ქვეპროექტის გარემოს დაცვის მართვის გეგმა