ქობულეთის საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობის დასრულების სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ ქობულეთში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს.
სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე ადგილზე გაეცნო.
პროექტის განხორციელების შედეგად ქობულეთში ჩამდინარე წყლები პერმანენტულად გაიწმინდება, რაც მინიმუმამდე დაიყვანს ქალაქის მიმდებარე წყალსატევებში გაუწმენდავი წყლის მოხვედრას. ეს კი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ზღვისპირა კურორტ ქობულეთის სანაპირო ზოლის წყლის ხარისხს და ხელს შეუწყობს საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. ქობულეთის მოსახლეობას და ტურისტებს წლების განამვლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება.
სამუშაოებზე, რომლის საერთო ღირებულება 5 867 299.42 ლარია, 20-მდე ადგილობრივია დასაქმებული. პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ჰოლანდიის მთავრობისა და აჭარის მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება.