თელავში ტურისტული მარშრუტებისა და საზოგადოებრივი სარეკრეაციო სივრცეების რეაბილიტაცია
გაცნობებთ, რომ 2021 წლის 11 ივნისს, 15:00 საათზე, გაიმართება პროექტის: „თელავში ტურისტული მარშრუტებისა და საზოგადოებრივი სარეკრეაციო სივრცეების რეაბილიტაცია“ საწყისი გარემოსდაცვითი შეფასების დოკუმენტის (IEE) და სოციალური რისკების შეფასების ანგარიშის (SDDR) საჯარო განხილვა. ქვეყანაში არსებული პანდემიის სიტუაციიდან გამომდინარე საჯარო განხილვა ჩატარდება ონლაინ Zoom აპლიკაციის მეშვეობით.
შეხვედრის ლინკი: https://zoom.us/j/93501487301?pwd=eHBLRjRNNGMyazJxZ3VsZE4yckY2Zz09; შეხვედრის ID: 935 0148 7301; შეხვედრის კოდი: 1111.
ვისაც გსურთ ონლაინ კონსულტაციაში მონაწილეობის მიღება გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კომუნიკაციის სპეციალისტს (კონსულტანტი) ირაკლი ჯაფარიძეს (ტელ: 593 16 55 77). ასევე იმ პირებს რომლებსაც არ აქვს ონლაინ საშუალებებზე წვდომა განხორციელდება სატელეფონო კომუნიკაცია.
აღნიშნული პროექტის მშენებლობა განხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით.
საწყისი გარემოსდაცვითი შეფასების დოკუმენტი (IEE) და სოციალური რისკების შეფასების ანგარიში (SDDR) ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე (www.mdf.org.ge ). საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01.
საკონტაქტო პირი:
ირაკლი ჯაფარიძე, კომუნიკაციის სპეციალისტი (კონსულტანტი), მობ.: 593 16 55 77