მუნიციპალური განვითარების ფონდმა დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა
მუნიციპალური განვითარების ფონდმა, რედისონ ბლუ ივერია თბილისში გამართულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფორუმი განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთათვის სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრისა და სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობით გაიმართა.
ფორუმში მონაწილეობა 40-მდე ახალგაზრდამ მიიღო, რომელთაც ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით უცხოეთში აკადემიური (სამაგისტრო და სადოქტორო) ხარისხი მოიპოვეს. ფორუმზე წარმოდგენილი იყო 40-მდე დამსაქმებელი, კერძო, თუ სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები. ფორუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა.
კურსდამთავრებულთა დასაქმების ადგილის მოძიების მიზნით, კერძო, თუ სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებსა და სტიპენდიანტებს შორის შეხვედრა/გასაუბრება შედგა.
მუნიციპალური გაქნვითარების ფონდი ყოველთვის ხელს უწყობს ახალ თაობას დასაქმებასა და კველიფიკაციის ამაღლებაში . ამ მიზნით, ფონდის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში, ყოველწლიურად გადის სტაჟირებას ათეულობით ახალგაზრდა. ფონდს ასევე გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიის უნივერსიტეტთან, რაც საშუალებას აძლევს უნივერსიტეტის დამამთავრებელ კურსზე მყოფ სტუდენტებს გაიარონ სტაჟირება ფონდის სტრუქტურულ ერთეულებში.წარმატებული სტაჟირების შემთხვევაში ხშირია ფონდში შემდგომი დასაქმების ფაქტები.