იყალთოს მონასტრის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

29 სექტემბერი 2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში იყალთოს მონასტრის  მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაოები, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში,  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან  ეწყობა:   საინფორმაციო ცენტრები, სუვენირების მაღაზია, საპირფარეშო და ობიექტებამდე მისასვლელი გზა, ავტოსადგომები. პარალელურად  სამუშაოები, ძველი და ახალი შუამთის მონასტრებთან მიმდინარეობს და სამუშაოების საერთო ღირებულება 2 182 000 ლარია. რეგიონული განვითარების პროექტის მიზანია, წვლილი შეიტანოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებასა და   საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში.

პროექტების განხორციელების შედეგად გაიმართება ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც კახეთის რეგიონში  ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.   ამასთან პროექტის განხორციელება   ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა  და   იყალთოში   ტურისტების რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს .

 

სამუშაოებზე  60-მდე ადამიანია დასაქმებული  და მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა.   სამუშაოები დაიწყო 2015 წელს და  დასრულდება მიმდინარე წლის ბოლოს.