გურჯაანში ქუჩების რეაბილიტაციის ქვე-პროექტის გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა

6 ოქტომბერი 2014

2014 წლის 10 ოქტომბერს 12:00 საათზე, ქ. გურჯაანში  მუსიკალური სკოლის შენობაში (ნონეშვილის ქუჩა, 21) გაიმართება გურჯაანში ქუჩების რეაბილიტაციის ქვე-პროექტის გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა.

ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.

საზოგადოების წარმომადგენლებს  გარემოს დაცვის მართვის გეგმის გაცნობა შეუძლიათ:

              ·       საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 206. საკონტაქტო პირი - ანა რუხაძე, გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტი, მობ.: 5 77 38 22 48, ელ-ფოსტა arukhadze@mdf.org.ge ;  

       ·  გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ნონეშვილის ქუჩა 13, საკონტაქტო პირი - გია ამისულაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური განვითარების, არქიტექტურის სამსახურის განყოფილების უფროსი, მობ:. 5 99 85 22 06. 

 

 საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ადმინისტრაცია

 

 

EMP-Gurjaani streets- ge

 

EMP-Gurjaani streets- eng