კახეთის რეგიონული განვითარების პროექტი
2014 წლის 06 ოქტომბერს 14:30 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის სოფ ვარდისუბანში გამგებლის წარმომადგენლის ოფისის შენობაში გაიმართება კახეთის რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ქვეპროექტის „გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის და გარემოსდაცვითი ღონისძიებების გეგმის“ დოკუმენტის საჯარო განხილვა.
ქვეპროექტი: სოფ. ვარდისუბანში, თელავში შესასვლელი ობიექტის დასუფთავება და კეთილმოწყობა (თელავის მუნიციპალიტეტი)
მოცემული ქვე-პროექტის ფარგლებში მოხდება ტერიტორიის დასუფთავება და კეთილმოწყობა (რაშიც შედის აზბესტშემცველი ნარჩენების გატანა და განთავსება თელავის ნაგავსაყრელზე შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვით); ნარჩენების ამჟამინდელი განთავსების ტერიტორიის კეთილმოწყობა და ბუნებრივ გარემოსთან ჰარმონიზაცია და მდ. მაწანწარას ნაპირგამაგრება. სამუშაოები მოიცავს: ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების მოგროვებას, შეფუთვას და გატანას; ტერიტორიაზე არსებული ნაყოფიერი ფენის მოხსნას და დასაწყობებას შემდგომი გამოყენებისთვის; ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოწყობას; გაბიონების მოწყობას მდინარის ნაპირის გასწვრივ; ტერიტორიის მოშანდაკებას; ნაყოფიერი ფენის მოწყობას და ბიოლოგიურ რეკულტივაციას (ბალახოვანი საფარის მოწყობა, მცენარეების დარგვა).
დაინტერესებულ პირებს გარემოსდაცვითი დოკუმენტაციის გაცნობის საშუალება ექნებათ შემდეგ მისამართებზე:
· საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01;
· თელავის მუნიციპალიტეტი, ვარდისუბნის გამგებლის წარმომადგენელის ოფისი
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ადმინისტრაცია
EMP Vardisubani geo 25.09.2014.docx