ანაკლიაში ნაპირდაცვის მასშტაბური სამუშაოები დაიწყო
29 ივლისი 2013
27 ივლისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანაკლიაში ზღვის ნაპირსამაგრი ნაგებობის მშენებლობა გაიხსნა. გახსნას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი, აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ქათი ჯულიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელები დაესწრნენ.
ანაკლიაში ნაპირდამცავ ნაგებობას მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. ნაპირდამცავი ნაგებობის მშენებლობას კომპანია „მოდერნ ბიზნეს გრუპი“ განახორციელებს.