კახეთის რეგიონული განვითარების პროექტი

3 ოქტომბერი 2014

2014 წლის 06 ოქტომბერს  13:00 საათზე, თელავში  ვაჟა ფშაველას ქ #3 ში (მერიის შენობის უკან) გაიმართება კახეთის რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ქვეპროექტის გარემოსდაცვითი შეფასების დოკუმენტის  საჯარო განხილვა.

 

ერეკლე II სასახლის (ბატონის ციხე, თელავი) რესტავრაციის  ქვეპროექტი

 

No: IBRD/RDP/CW/NCB/06-2014

 

ერეკლე II-ს სასახლე თელავის „ბატონის ციხის“ კომპლექსის  მთავარ და ერთ-ერთი შემადგენელი ნაგებობას წარმოადგენს, იგი აგებულია XVIII საუკუნეში. XIX-XX საუკუნეებში მრავალგზის გადაკეთდა, 1974-82 წლებში ძეგლზე ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები. იგი წარმოადგენს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლს. მდებარეობს ქალაქის ცენტრში.

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სასახლის რეაბილიტაცია,  პროექტი მოიცავს ნაგებობის დაზიანებული ნაწილების შეცვლას და 80-იანი წლების სარესტავრაციო სამუშაოების განხორციელებისას მიღებული რიგი არამართებული გადაწყვეტების კორექციას იცვლება სახურავისა და აივნების ხის მზიდი კონსტრუქციები გდახურვის ფენილები, ხის აჟურული ვიტრაჟები და კარები, აგურის იატაკი.

 

   დაინტერესებულ პირებს გარემოსდაცვითი დოკუმენტაციის გაცნობის საშუალება ექნებათ შემდეგ მისამართებზე:

 

·           საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - . თბილისი, . აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01;

·        თელავის მუნიციპალიტეტი, თელავის მერია

 

 საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ადმინისტრაცია

 

ER Batonis Tsikhe (Castle) - 05.05.14

 

08 ER_Rehabilitation of Erekle Palace-Telavi-29.09.14_Ge