დონეცკის ქუჩის რეაბილიტაცია ქუთაისში - გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა
25 სექტემბერი 2014
2014 წლის 30 სექტემბერს 12:00 საათზე, ქ. ქუთაისში მერიის შენობაში (რუსთაველის გამზირი, #3, მე-4 სართული) გაიმართება დონეცკის ქუჩის რეაბილიტაციის ქვე-პროექტის გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა. ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
საზოგადოების წარმომადგენლებს გარემოს დაცვის მართვის გეგმის გაცნობა შეუძლიათ:
- საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 206. საკონტაქტო პირი - ანა რუხაძე, გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტი, მობ.: 5 77 38 22 48, ელ-ფოსტა arukhadze@mdf.org.ge ;
- ქ. ქუთაისის მერიაში, რუსთაველის გამზირი #3, საკონტაქტო პირი - მალხაზ ბასილაძე, ქ ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის უფროსი, მობ:. 5 95 11 44 96;
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ადმინისტრაცია
დონეცკის ქუჩის რეაბილიტაცია ქუთაისში - გმგ
EMP-Donetski street rehabilitation-Kutaisi