რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის (RMIDP 2) ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩო დოკუმენტი და განსახლების პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტი

24 მარტი 2014

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის მიზანია შერჩეული მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ეფექტურობისა და საიმედოობის გაუმჯობესება, რაც მიღწეულ იქნება ინვესტირებით მაღალი პრიორიტეტის მქონე ადგილობრივ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში, ასევე ადგილობრივი მთავრობების მხარდაჭერით მათი შესაძლებლობების გაძლიერებაში.

 

ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩო დოკუმენტშ(ESMF)  წარმოდგენილია პროცედურები და განხორციელების მექანიზმი, რათა უზრუნველყოფილი იქნეს გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სრული გათვალისწინება მსოფლიო ბანკის მოთხოვნებისა და საქართველოს კანონმდებლობის  მიხედვით რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტუქტურის განვითარების მეორე პროექტის ((RMIDP 2) ფარგლებში დაფინანსებული ქვეპროექტების სკრინინგის, დამტკიცებისა და მონიტორინგის საკითხებზე.

 

განსახლების პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტი (RPF) მოიცავს მიწის შეძენისა და განსახლების პროცედურებს და ითვალისწინებს საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის მიდგომებს აღნიშნული საკითხების მიმართ, ასევე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. დოკუმენტი ქმნის საფუძვლებს, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ყველა მონაწილე მხარის მიერ წამოჭრილი პრობლემატური საკითხების გათვალისწინება.

 

განსახლების პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტი 

 

ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩო დოკუმენტი