თბილისი-რუსთავის განსახლების სამოქმედო გეგმა
25 აგვისტო 2013
მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა (LARP) მომზადდა თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის (მონაკვეთი 2) მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში. დოკუმენტის მიზანს წარმოადგენს განსაზღვროს საჭირო მიწის შესყიდვისა და განსახლების მასშტაბები და შეაფასოს შესაბამისი კომპენსაცის მოცულობა. კომპენსაციის რაოდენობა გამოითვლება პროექტის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ფიზიკური და იურიდიული პირების და მათი მფლობელობის/სარგებლობის ქვეშ მყოფი უძრავი ქონებისა და შემოსავლების შესახებ დაგროვილი ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე. დოკუმენტი შედგენილია ADB-ის უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტისა და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის გათვალისწინებით.