ბაღდათის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა

18 ივლისი 2013

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით (EIB-ს) რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში ბაღდათის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშოები დაასრულა. პროექტის საერთო ღირებულება 670,088.79 ლარია. სამუშაოებს ქართული კომპანია შპს ,,ბელდ ინვესტი“ ახორციელებდა. სამუშოების მიმდინარეობისას ადგილზე 80 ადამიანი იყო დასაქმებული, აქედან 70 % ადგილობრივი მოსახლე. სამუშოები 2012 წლის ივნისს დაიწყო და მიმნიდარე წელს  დასრულდა.


პროექტის ფარგლებში ბაღდათის წყალსადენი რუდულას სათავე ნაგებობაზე ნედლი წყლის სალექარის შიდა ზედაპირი ჰიდროსაიზოლაციო მასალით დამუშავდა,  ასევე მოეწყო საქლორატორო შენობა, საფილტრი სადგურის მშენებლობა და ფილტრების მოწყობა, ასევე სუფთა წყლის რკინაბეტონის რეზერვუარის მშენებლობა, ფილტრების გასარეცხი 2  ლითონის 25 ტონიანი რეზერვუარის მონტაჟი და  1250 ცალი წყალმზომი კვანძის მოწყობა.


პროექტის განხორციელებამდე  წვიმის დროს წყალსადენი ქსელი ბინძურდებოდა და ბაღდადის მოსახლეობას  სასმელად უვარგისი წყალი მიეწოდებოდა, პროექტის დასრულების შემდეგ კი  წვიმის დროს წყალსადენი ქსელი აღარ დაბინძურდება და ბაღდათის მოსახლეობის 84%  და მიმდებარე 5 სოფელი - წაბლარახევი, დაფენიკი, ნერგეთი, დიმი და ფერნასის მოსახლეობა სუფთა და დაქლორილ სასმელ წყალს მიიღებს.


გარდა ამისა წლების განმავლობაში ბაღდათის რაიონის მოსახლეობას და აღნიშნულ ხუთ სოფელს წყალი შეზღუდვით მიეწოდებოდათ, რეაბილიტაციის შედეგად კი მათ 20 საათიანი წყალმომარაგება ექნებათ.