იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 15 ახალი კორპუსი აშენდება
9 იანვარი 2014
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერას 2014 წელსაც გააგრძელებს და ამისათვის 50 მილიონ ლარს დახარჯავს.
ზუგდიდსა და ფოთში დაიწყო დევნილთა 15 საცხოვრებელიკორპუსის მშენებლობა. აქედან ზუგდიდში 356-ბინიანი 8 კორპუსი აშენდება, ხოლო ფოთში – 280-ბინიანი 7 კორპუსი.
ასევე, გორის, ქარელის, კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში, მოხდება წყალსადენი (9 სოფელში) და სადრენაჟო სისტემის (7 სოფელში) რეაბილიტაცია.
იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერის პროექტებს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.