მგფ-ის ძალისხმევით ტურიზმის სფეროში მომუშავე 500 ადამიანი გადამზადდა
December 15, 2015
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კახეთის რეგიონში ტურიზმის სფეროში დასაქმებული 500 კადრი გადაამზადა. კახეთის რეგიონში, კერძოდ, წინანდალში, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, დავით ტაბიძემ, მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების პროგრამების კოორდინატორმა სამხრეთ კავკასიაში, აჰმედ ეივეიდამ და “მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეშენალ“-ის დირექტორმა, ჯოზეფ მაკინერნიმ ადამიანებს, რომლებმაც ტურიზმის სფეროში სპეციალური ტრეინინგები გაიარეს, სერთიფიკატები გადასცეს.