შპს „ვილა იყალთო ჰორეკას“ საკუთრებაში არსებული სასტუმრო „სავანეთის“ გზის რეაბილიტაციის და გაზმომარაგების ქვე-პროექტი

28 დეკემბერი 2018
მუნიციპალიტეტი: თელავი
დონორი: WB

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის - სახელმწიფო-კერძო საინვესტიციო პროგრამა (PPI) ფარგლებში დაგეგმილია შპს „ვილა იყალთო ჰორეკას“ საკუთრებაში არსებული სასტუმრო „სავანეთის“ გზის რეაბილიტაციის და გაზმომარაგების  ქვე-პროექტის განხორციელება.

არსებული გზა ძალიან ცუდ მგომარეობაშია, მას არ გააჩნია ასფალტის საფარი და საგზაო ნიშნები, რაც ძალიან ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის, სასტუმროს დამსვენებლებისა და ტურისტების ტრანსპორტირების პირობებს. ქვე-პროექტის დიზაინის თანახმად, გზა ბეტონის საფარით დაიფარება.

ამის გარდა, ქვე-პროექტი ასევე ითვალისწინებს სასტუმრო სავანეთის გაზმომარაგებას. ადგილზე არსებული დაბალი წნევის გაზსადენი (50მმ დიამეტრის) შეიცვლება საშუალო წნევის (70 მმ დიამეტრის) გაზსადენით.

 

საკონტაქტო პირები:      

 

ნუცა გუმბერიძე - ბენეფიციარებთან ურთიერთობის სპეციალისტი

მობ.: 598882019

ელ-ფოსტა: feedback@mdf.org.ge

 

ნონა გოგიტაშვილი - თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი

მობ.: 555577740

 

ESMP PPI Hotel Savaneti and gas - Geo