შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებთან
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თენგიზ შერგელაშვილმა სტუმრებს პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების, ასევე დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
მისიის წევრები აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, რუსთავ-თბილისის ავტომაგისტრალის მშენებლობის საკითხებით, ასევე რეგიონებში წყალმომარაგების სამუშაოებითა და სხვა პროექტებით დაინტერესდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა კომპეტენციის ფარგლებში ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები და ბიუჯეტის შესრულების დინამიკა განიხილეს. სავალუტი ფონდის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ სამინისტროს მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების კუთხით. ასევე მხარეებმა ისაუბრეს რეგიონების განვითარებაზე და იმ დაგეგმილ აქტივობებზე, რომელთა განხორციელებაც მნიშვნელოვანია ქვეყნის წინსვლისთვის.
მისიის წევრები საქართველოში კიდევ რამდენიმე დღეს დაჰყოფენ. ისინი მსგავსი ტიპის შეხვედრებს მომდევნო დღეებში სხვა სახელმწიფო უწყების პირველ პირებთანაც გამართავენ