ქვეპროექტის - "გარდაბნის სოფლების წყალმომარაგების სისტემის განახლება და რეაბილიტაცია (ფაზა 2)", ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმისა და სოციალური ანგარიშვალდებულების საჯარო განხილვა
2018 წლის 15 მაისს 14:00 საათზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში (მისამართი: ქ. გარდაბანი, აღმაშენებლის ქუჩა N73) გაიმართება ქვე-პროექტის - „გარდაბნის სოფლების წყალმომარაგების სისტემის განახლება და რეაბილიტაცია (ფაზა 2)“, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმისა და სოციალური ანგარიშვალდებულების საჯარო განხილვა.
ქვე-პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მეორე რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის (SRMIDP) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტი ითვალისწინებს გარდაბნის 5 სოფლის წყალმომარაგების სისტემის განახლებასა და რეაბილიტაციას.
ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე, ასევე შემდეგ მისამართებზე:
- საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150;
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, მისამართი: ქ. გარდაბანი, აღმაშენებლის ქუჩა N73
საკონტაქტო პირები:
- ნუცა გუმბერიძე, მგფ ბენეფიციარებთან ურთიერთობის სპეციალისტი
მობ: +995 598 88 20 19, ელ.ფოსტა: feedback@mdf.org.ge
- ბექა ონიანი, ტექნიკური სამსახურის წარმომადგენელი,
მობ: +995 551 80 17 65, ელ-ფოსტა: gardabani.infrastruqtura@gmail.com
EMP_Gardabani water supply_for disclosure-geo