28 იანვარი 2026
ქუთაისში, რიონის სანაპიროზე მრავალფუნქციური პარკის პროექტირება იწყება
ქუთაისში, რიონის სანაპიროზე მრავალფუნქციური პარკის პროექტირება იწყება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში, ჭავჭავაძის ხიდის მიმდებარედ, რიონის სანაპიროზე, თანამედროვე მრავალფუნქციური პარკის პროექტირებას იწყებს.
27 იანვარი 2026
მუნიციპალური განვითარების ფონდმა 6 ახალი საბავშვო ბაღის პროექტირებისთვის კონკურსები გამოაცხადა
მუნიციპალური განვითარების ფონდმა 6 ახალი საბავშვო ბაღის პროექტირებისთვის კონკურსები გამოაცხადა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად განაგრძობს ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესს.
26 იანვარი 2026
კასპში ახალი პარკის პროექტირება იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კასპში, ვარჯაანის დასახლებაში, ბუნებრივი ტბის მიმდებარედ იწყებს ახალი პარკის პროექტირებას. პროექტის მიზანია შეიქმნას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარეკრეაციო სივრცე, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისა და სტუმრებისთვის დასვენების, გართობისა და სხვადასხვა აქტივობებისთვის კომფორტულ გარემოს უზრუნველყოფს.
26 იანვარი 2026
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში BIM ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლება დაინერგება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაგეგმვისა და შეფასების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნატო საძაგლიშვილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და BIM Solutions Georgia შორის, BIM განათლების განვითარების მიზნით, გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
26 იანვარი 2026
დაგეგმილია მანავის 400 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის შენობის აღდგენა
მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამის ხელმძღვანელი სოფიო ბარნაბიშვილი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ალადაშვილთან და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად მანავის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჯარო სკოლის რეაბილიტაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო.







