7 თებერვალი 2026
რუსთავში უეფას IV კატეგორიის სტადიონის პროექტირება მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავში, უეფას სტანდარტების შესაბამისი ახალი სტადიონის პროექტირებას ახორციელებს. ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „სტუდია 9“, რომელიც ახალი სტადიონის პროექტს უეფას IV კატეგორიის მოთხოვნების მიხედვით ამზადებს, წინა საპროექტო კვლევა უკვე დაასრულა.
7 თებერვალი 2026
ზუგდიდის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და სენაკის საცურაო აუზის პროექტირებისთვის კონკურსები გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამეგრელოში, ორი ახალი სპორტული კომპლექსის პროექტირებისთვის კონკურსები გამოაცხადა. ზუგდიდის მრავალფუნქციური კომპლექსი 1000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და გააერთიანებს სავარჯიშო დარბაზებს, ღია მინი ფეხბურთის მოედანს, საჭადრაკო სივრცეს, ჩოგბურთის და პადელის კორტებს.
7 თებერვალი 2026
კახეთში, სოფელ ვაჩნაძიანსა და სოფელ აწყურში საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კახეთში ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის სკოლების მშენებლობას ახორციელებს. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი ადგილზე გაეცნო.
6 თებერვალი 2026
აბაშაში 450 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის პროექტორება იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აბაშის მუნიციპალიტეტში ახალი საჯარო სკოლის პროექტირებას იწყებს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა 450 მოსწავლეზე იქნება გათვლილი და მისი პროექტი, შემდგომში, სხვადასხვა რეგიონში, გამოყენებული იქნება როგორც განმეორებადი მოდელი.
5 თებერვალი 2026
თბილისის №83 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისში №83 საჯარო სკოლის ახალ შენობას აშენებს, რომელიც 650 მოსწავლეზე იქნება გათვლილი და სრულად უპასუხებს თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებს.







