7 მარტი 2026
ამბროლაურის კულტურის სახლის პროექტირება იწყება
ამბროლაურის კულტურის სახლის პროექტირება იწყება. ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა, რომელის მომსახურება ოთხი ეტაპისგან შედგება და სამუშაოების შესრულების საერთო ვადად 6 თვეა განსაზღვრული.
7 მარტი 2026
ქვემო ქართლის რეგიონში ხუთი სკოლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვემო ქართლის რეგიონში ხუთი საჯარო სკოლის მშენებლობას ახორციელებს. ჯამში, 1500-მდე მოსწავლე თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლებში შეძლებს განათლების მიღებას.
3 მარტი 2026
ლაგოდეხში სპორტული კომპლექსი-საფეხბურთო ცენტრი აშენდება
ლაგოდეხში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი და საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი აშენდება. პროექტის ფარგლებში აშენდება მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი, სადაც განთავსდება დიდი და საბავშვო აუზები, სატრენაჟორო და ფიტნეს დარბაზები, მწვრთნელთა, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის ოთახები.
3 მარტი 2026
სოფელ ყარაჯალაში სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში სრულად განახლდა 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა. სკოლაში მოეწყო საკლასო ოთახები, სამასწავლებლო, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორია,ასევე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცეები.
3 მარტი 2026
სოფელ მსხალგორში ახალი საბავშო ბაღი აშენდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორის ბაღში გათვალისწინებულია ბავშვების განათლებისა და სოციალიზაციისათვის აუცილებელი ყველა საჭიროება. შენობაში მოწყობილია საგანმანათლებლო და მოსასვენებელი ოთახები, სამზარეულო, ეზო და სათამაშო სივრცე.







